globe-outlined
ქარ
მუქი თემა

მილების კონვერტაციის კამპანია

კონცეპტი
დარჩენილი დღეები: 31
shutterstock 1104072398 (2)

Miles&Smiles

15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, Miles&Smiles TBC Concept Visa Signature ბარათის მფლობელებს, როგორც Miles&Smiles პროგრამის წევრებს, გექნებათ შესაძლებლობა დაგროვებული მილები გადაცვალოთ სტატუს მილებში (Status Miles) სპეციალური პირობებით. აღნიშნული შეთავაზება საშუალებას გაძლევთ დააჩქაროთ სტატუსის ამაღლება ან გაიხანგრძლივოთ არსებული სტატუსი თურქეთის ავიახაზების პლატფორმებზე. მილების გადაცვლა ხორციელდება გაუმჯობესებული 3:1 კოეფიციენტით, ნაცვლად სტანდარტული 5:1 კოეფიციენტისა და ვრცელდება მხოლოდ იმ მილებზე, რომლებიც დაგროვებული გაქვთ თქვენი სამოგზაურო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად.

წესები და პირობები

  • აქციის პერიოდში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაცვალოს 3 მილი 1 Status მილში. Status მილები გამოიყენება Miles&Smiles პროგრამში სტატუსის გაუმჯობესებისთვის ან გახანგრძლივებისთვის.

  • Status მილებად კონვერტირებული მილები სრულად ჩამოიჭრება წევრის ანგარიშიდან.

  • ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული კონვერტაციების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 40,000 Status მილს.

  • კონვერტაციით მიღებული Status მილები ჩაითვლება სტატუსის გაუმჯობესებისთვის ან გახანგრძლივებისთვის საჭირო 1 ან 2-წლიან პერიოდში.

  • კონვერტირებული მილების დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

  • მილების Status მილებად კონვერტაცია შესაძლებელია მხოლოდ წევრის საკუთარ ანგარიშზე.

  • კონვერტირებული Status მილები არ ექვემდებარება სხვა წევრებზე გადაცემას.

  • მხოლოდ იმ წევრებს, რომლებსაც აქვთ Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათი შეუძლიათ მილების კონვერტაცია Status მილებად. კონვერტაციას ექვემდებარება მხოლოდ co-branded ბარათით დაგროვილი მილები.

  • Advance მილები და Retention მილები არ ექვემდებარება გადაცვლას.

  • კონვერტირებული Status მილები ექვემდებარება Miles&Smiles პროგრამის სრულ წესებსა და პირობებს.

  • კონვერტაციის დასრულების შემდეგ წევრი მიიღებს დასტურს ელ.ფოსტით ან SMS-ით.

  • მილების კონვერტაცია შესაძლებელია Turkish Airlines ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.

  • არაქტიური ბარათის მქონე Miles&Smiles წევრები ვერ ისარგებლებენ კონვერტაციის ფუნქციით.

  • შეთავაზება ძალაშია 2026 წლის 15 აპრილს 04:00 საათიდან (UTC+4) 2026 წლის 16 მაისს 00:59 საათამდე (UTC+4).

დარჩენილი დღეები: 31