globe-outlined
ქარ
მუქი თემა

თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალი

web

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტი თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალს წარმოგიდგენთ.

როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან.  ჯაზფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და  ჯაზკლუბ თათუზაში  ჩატარდება.

  • 30 აპრილი: ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღე - ლუკა თოფურია და მეგობრები | თათუზა ჯაზკლუბი

*იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი ჩიკაგო იქნება 

  • 1 მაისი - მარკ რიბოს კვარტეტი (Marc Ribot Quartet “Hurry Red Telephone”) | მარჯანიშვილის თეატრი

  • 2 მაისი - კინგა გლიკი (Kinga Glyk) | მარჯანიშვილის თეატრი 

  • 3 მაისი - ფრედ ჰერშის ტრიო (Fred Hersch Trio) | მარჯანიშვილის თეატრი

  • 1-2 მაისი - კენედი ადმინისტრეიშენის ჯემსეიშენი (Kennedy Administration) | თათუზა ჯაზკლუბი 

ფესტივალის სტუმრებისთვის მარჯანიშვილის თეატრის კარი - 19:00 საათზე, თათუზა ჯაზკლუბის კი - 22:00 საათზე გაიღება.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 3 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

*შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე. ⸻ თიბისი კონცეპტი, ტრადიციულად, თბილისის ჯაზფესტივალის წარმდგენია

ფესტივალის გენერალური სპონსორია - Mastercard

ფესტივალის გამაგრილებელი სასმელი: „კოკა-კოლა“

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, კულტურის ფონდი და  თბილისის მერია, (ინგა გლიკის კონცერტის მხარდამჭერი - Polish Institute)

სპონსორები: ისი პარი, ალმა, სტეინვეი

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“