globe-outlined
EN
მუქი თემა

22 Love Poems

22 love poems

თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ ლენკა ციციშვილის გამოფენას და წიგნის პრეზენტაციას  22 Love Poems.

გამოფენა აერთიანებს 22 გრაფიკულ ნამუშევარს წიგნის სახით და შედგება 22 დამოუკიდებელი პოსტერისგან და ტექსტებისგან. ტექსტები ნამუშევრებშია დამალული, მათი სრულად წაკითხვა თითქმის შეუძლებელია, თუმცა სწორედ ეს უხილავი სიტყვები და ფრაზები იქცევა თითოეული ნამუშევრის მთავარ ხაზად და ემოციურ საფუძვლად.

ლექსები აქ მხოლოდ ტექსტი არ არის, ისინი ვიზუალური ენის ნაწილად იქცევა, ფორმად, რიტმად და განწყობად, რომელიც მთელ სერიას გასდევს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

  • წიგნის 22 Love Poems პრეზენტაცია. წიგნი შედგება 22 დამოუკიდებელი პოსტერისგან და ტექსტებისგან

  • ავტორის ხელმოწერის სესია  

  • ლენკა ციციშვილის საავტორო გადამუშავებული ავეჯისა და არტ-ობიექტების გამოფენა

22 Love Poems პოეზიის, გრაფიკისა და დიზაინის შეხვედრის წერტილია — სივრცე, სადაც სიტყვები იმალება, მაგრამ მაინც ყველაფერს განსაზღვრავს.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი - თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის 7

თარიღი - 9 ივლისი, 18:00