თიბისი კონცეპტის Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 10 %-ანი ფასდაკლებით ბუტიკ-ქალაქ Bicester Village Shopping Collection-ის შერჩეულ მაღაზიებსა და რესტორნებში Visa Signature ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში.
აღნიშნული სერვისი (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, მომსახურებას სრულად მოგაწვდით კომპანია Value Retail Management Limited. კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებს ბუტიკ ქალაქებში, შესაძლებლობა გაქვთ, დამატებით დააგროვოთ Miles&Smiles მილები შემდეგი პრინციპით: 1 მილი - ყოველი 1 ევროს/ფუნტის გადახდისას.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა წარადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, TK ნომერი, თქვენი სამოგზაურო ბარათი და პასპორტი ბუტიკ ქალაქის კონსიერჟთან /ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვოთ მილების ანაზღაურება. დაგროვილი მილები ავტომატურად აისახება თქვენს TK ნომერზე მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში. სასურველია, გადახდის დამადასტურებელი ქვითრების შენახვა მილების MIles& Smiles ანგარიშზე ასახვამდე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა:
აირჩიოთ სასურველი ქალაქი;
დარეგისტრირდეთ შესაბამის ბმულზე;
დააგენერიროთ პერსონალური QR კოდი;
წარადგინოთ QR კოდი ფასდაკლების პროგრამაში მონაწილე მაღაზიებსა და რესტორნებში.
დამატებითი ინფორმაცია:
QR კოდის დაგენერირება ხდება ერთჯერადად და მისი წარდგენა შეგიძლიათ Bicester Village Shopping Collection-ის ქსელის ყველა იმ მაღაზიასა და რესტორანში, რომელიც ჩართულია ფასდაკლების სისტემაში;
QR კოდი არ გამოიყენება სხვა შეთავაზებებისა და აქციების პარალელურად და საბოლოო ფასდაკლების შემთხვევაში;
ფასდაკლების პროგრამაში მონაწილე მაღაზიებისა და რესტორნების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია თითოეული ბუტიკ-ქალაქის ვებ საიტსა და ვიზიტორთა მომსახურების/საინფორმაციო ოფისებში;
QR კოდი არის პერსონალური და ვალიდურია მხოლოდ მისი მფლობელის მიერ გამოყენების შემთხვევაში;
ყოველი გამოყენებისას, QR კოდი ვალიდურია მხოლოდ კონკრეტულ ბუტიკ-ქალაქში პირველი განხორციელებული შენაძენიდან 24 საათის განმავლობაში;
ბუტიკ-ქალაქებში აპარტამენტის დაჯავშნა აუცილებელია მინიმუმ 48 საათით ადრე ელ. ფოსტაზე
PartnerServices@BicesterVillage.com ჯავშნის მოთხოვნის დაფიქსირების გზით;
QR კოდის ყოველ შენაძენზე გამოყენებისას გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ ლოიალურობის „ვარსკვლავები" სტანდარტული სქემით;
ლოილაურობის პროგრამის პირობები შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში;
ვირტუალური შოპინგით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნის რეზიდენტი პირებისთვის, სადაც განთავსებულია კონკრეტული ბუტიკ-ქალაქი;
ბუტიკ-ქალაქ Bicester Village Shopping Collection-ის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.