თიბისი კონცეპტი, წელს პირველად, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, საერთაშორისო გამოცემა EUROMONEY-ის რეგიონალური ჯილდოს მფლობელი გახდა.
თიბისი კონცეპტმა, ბოლო წლების განმავლობაში, EUROMONEY-ის ჯილდო არაერთხელ მოიპოვა, 2026 წელს კი, ოთხი ჯილდო დაიმსახურა როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურებისათვის.
Euromoney 50 წელზე მეტია მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე ლიდერ გამოცემად მიიჩნევა და ყოველწლიურად საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს.
ჩვენი მიზანია, მუდმივად შემოგთავაზოთ საუკეთესო პერსონალური საბანკო გამოცდილება და ვიყოთ თქვენი საიმედო პარტნიორი.