თბილისის ტური - „პირადი წერილები წარსულიდან“

mogzauri-47

21 მარტს, 4 საათზე „თიბისი კონცეპტი“ და „მოგზაური“ წარმოგიდგენთ თბილისის კულტურულ-შემეცნებით ტურს, „პირადი წერილები წარსულიდან“ .

ტურის მეგზურები: ესმა მანია და ანა-კორძაია სამადაშვილი

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურ არქივებში დაცული პირადი ამბების, ემოციური მიმოწერების, სასიყვარულო წერილების საშუალებით, საზოგადო მოღვაწეთა ძალიან პირადი ცხოვრების, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ დეტალებს გაეცნონ. განსაკუთრებული წყვილების - ილია ჭავჭავაძის და ოლღა გურამიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და ნინო პოლტორაცკაიას, ივანე ჯავახიშვილის და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის, კონსტანტინე გამსახურდიას და რებეკა ვაშაძის პირად წერილებსა და ემოციურ თავგადასავლებში მონაწილეებს საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავის მცველი ესმა მანია გაუძღვება.

საღამოს მეორე ნაწილში მოგზაურები ვახშმის თანხლებით, საუბრებს და წარსულში მოგზაურობას მეცნიერ ესმა მანიასთან და მწერალ ანა-კორძაია სამადაშვილთან გააგრძელებენ.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, ტურის სპეციალური ფასი, 220 ₾ მოქმედებს.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 380 817; 599 908 906