მოგზაურობა იაპონიაში: ამომავალი მზის ქვეყანაში

1125

19-29 ნოემბერს, თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ 10 დღიან ტურს იაპონიაში: ტოკიო, კიოტო, ნარა, ოსაკა.

ტურის მეგზური იქნება მწერალი არჩილ ქიქოძე . მოგზაურობა იწყება ტოკიოში — “ამომავალი მზის ქვეყნის” დედაქალაქში. უძველესი ტრადიციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, სამურაები, კაბუკის თეატრი, ბონსაის ხელოვნება, ანიმე, განსხვავებული არქიტექტურა და ულტრათანამედროვე ქალაქის დინამიკა ტოკიოს უნიკალურობას ქმნის.

შემდეგი დანიშნულება — ისტორიულ ქალაქი კიოტოა, რომელიც გეიშების უბნით, ტაძრებით, დახვეწილი კულინარიითა და თანამედროვე ხელოვნებითაა ცნობილი.

ტური გაგრძელდება ნარასა და ოსაკაში, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა, კულტურული ღირსშესანიშნაობები და გასტრონომიული გამოცდილება ერთმანეთს ერწყმის.

სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Mogzauri_Japan

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით - 6200 დოლარი

ორი სტუმრის შემთხვევაში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური ფასით - 5900 დოლარი, 6200 დოლარის ნაცვლად.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • თბილისი-იაპონიის ავიაბილეთები და აეროპორტის ტრანსფერები;

  • სამოგზაურო დაზღვევა და ვიზის მომსახურება;

  • განთავსება და კვება (საუზმეების, სადილების და საღამოობით სასტუმროს მიერ შემოთავაზებული მსუბუქი წვნიანი, ტკბილეული და ჩაი-ყავა);

  • ტრადიციული ვახშამი გეიშასთან კიოტოში;

  • მუზეუმები და ღირშესანიშნაობები;

  • გიდებისა და გამყოლების მომსახურება;

  • ქალაქებს შორის ტრანსპორტი და შიდა გადაადგილების ხარჯები;

  • კულტურულ-შემეცნებითი საღამოები ქეთევან ტრაპაიძესთან;

  • ტურის ფოტო-რეპორტაჟი.

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • დამატებითი მომსახურების გადასახადი ($250, გადახდა გამგზავრებამდე 1 კვირით ადრე);

  • თავისუფალი დღის მანძილზე პროგრამის გარეთ; ◦ ინდივიდუალური გადაადგილების და კვების საფასური; ◦ პირადი ხარჯები; ◦ მომსახურების მიღებისას ე.წ თიფის საფასური.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 380 817; 599 908 906